Image source: fc-ural ვკ-ს გვერდი
რუსეთის პრემიერ-ლიგის მე-15 ტურში ვოლგოგრადის „როტორმა“ ეკატერინბურგის „ურალს“ უმასპინძლა. მატჩი დაძაბული გამოდგა და ფრე დაფიქსირდა 0:0. მასპინძელი გუნდის ქართველებმა ითამაშეს.
„როტორში“ სოლომონ კვერკველიამ 90′ წუთი გაატარა მოედანზე, ზურიკო დავითაშვილი 66′-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ბექა მიქელთაძე 73′-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.
სტატისტიკის ვებ-გვერდმა SofaScore-მა ქართველების თამაში შეაფასა. ყველაზე მაღალი სოლომონ კვერკველიამ დაიმსახურა – 7.5 ქულა.
შეგახსენებთ, რომ „როტორი“ 8 ქულით რუსული პრემიერ-ლიგის მე-15 ადგილზეა.
ვიდეობი
ფოტოები