კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რამდენი ქულით შეაფასეს “არსენალი” – “როტორის” მატჩში ქართველების თამაში

გრიგალავას 90 წუთი როტორთან

Image source: Rotor FC

 

რუსეთის პრემიერლიგის მე-14 ტურში ტულას „არსენალმა“ ვოლგოგრადის „როტორს“ უმასპინძლა. მატჩი დაძაბული გამოდგა და ფრე დაფიქსირდა (1:1).

ორივე გუნდში ქართველებმა ითამაშეს. „არსენალში“ გია გრიგალავამ 90 წუთი გაატარა მოედანზე, ისევე როგორც „როტორში“ საბა კვირკველიამ, ზურიკო დავითაშვილი 90-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ბექა მიქელთაძე 74-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.

სტატისტიკის ვებგვერდმა Whoscored-მა ქართველების თამაში შეაფასა. ყველაზე მაღალი ზურიკო დავითაშვილმა დაიმსახურა – 7.4 ქულა.

ზურიკო დავითაშვილი – 7.4 ქულა

საბა კვირკველია – 6.6 ქულა

ბექა მიქელთაძე – 6.2 ქულა

გია გრიგალავა – 7.1 ქულა

შეგახსენებთ, რომ „როტორი“ 7 ქულით მე-15 ადგილზეა, ხოლო „არსენალი“ 13 ქულით მე-12 პოზიციაზეა.

 

წყარო – Whoscored

 

კავანიმ “მანჩესტერში” პირველი გოლი გაიტანა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა (ვიდეო)