კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რამდენი ქულა დაუწერა SofaScore-მა ვაკო ყაზაიშვილს მოგებული მატჩის შემდეგ (ფოტო)

Image source: Ulsan Hyundai Football Club ფეისბუქ გვერდი

 

სამხრეთ კორეის გუნდმა “ულსანმა” აზიის ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის მატჩი ტაილანდური “პატუმ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც ვალერი ყაზაიშვილის გუნდის დამაჯერებელი 2:0 გამარჯვებით დასრულდა.

ვაკო ყაზაიშვილი როგორც ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში იყო და უცვლელად ჩაატარა მატჩი.

90წუთში ვაკომ 54-ჯერ ბურთს შეეხო, 30-ჯერ ზუსტი პასი გააკეთა, 3-ჯერ კარის მიმართულებით დაარტყა, ერთხელ ბურთი წართვა, ერთხელ წარმატებული დრიბლინგი შეასრულა, ხოლო გადაცემათა სიზუსტემ კი 88% შეადგინა.

სტატისტიკურმა ვებ-გვერდმა SofaScore ქართველი ფეხბურთელის თამაში 7.3 ქულით შეაფასა.

6 ტურის შემდეგ F ჯგუფის გამარჯვებული 18 ქულით სწორედ ქართველი ლეგიონერის “ულსანი” გახდა, ხოლო ტურნირის 1/8-ფინალში 14 სექტემბერს იაპონურ “კავასაკის” შეხვდება.

 

 

 

 

წყარო – sofascore.com

 

 

 

 

 

 

 

ვალერი ყაზაიშვილის “ულსანმა” აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა (ვიდეო)