Image source: Getty Images
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, საბა ლობჟანიძემ თურქულ “ანკარაგუჯუში” მორიგი მატჩი ჩაატარა. თურქეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში ქართველმა ლეგიონერმა “გიოზთეპეს” წინააღმდეგ წაგებულ (1:3) მატჩში სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა და 45′ წუთი ითამაშა.
შეხვედრაში ლობჟანიძე 27-ჯერ შეეხო ბურთს, 12 ზუსტი გადაცემა გააკეთა, ერთხელ წარმატებული დრიბლინგი შეასრულა, ხოლო გადაცემათა სიზუსტემ 100% შეადგინა.
სტატისტიკურმა ვებ-გვერდმა SofaScore ქართველი ფეხბურთელის თამაში 7.2 ქულით შეაფასა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი იყო თავის გუნდში.
საბას „ანკარაგიუჯუ“ ამჟამად 9 ტურში მოპოვებული 2 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოს ადგილზეა.
ვიდეობი
ფოტოები