კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რამაზ სვანაძის წარმატებული დებიუტი და 21-წლამდელთა საშინაო დამაჯერებელი გამარჯვება

21 წლამდელებმა ბელარუსი თანატოლები დაამარცხეს

Image source: Georgian Football Federation‎ ფეისბუკ გვერდი

 

დღეს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2023-ისთვის მზადების ფარგლებში პირველ ამხანაგურ შეხვედრაში გორის “თენგიზ ბურჯანაძის” სახელობის სტადიონზე ბელარუსის ნაკრები დაამარცხეს 4:1. საქართველოს ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამაზ სვანაძის დებიუტი წარმატებული გამოდგა.

შეხვედრის მე-5′ წუთზე, გიორგი გულიაშვილმა შორიდან ძლიერად დაარტყა და ანგარიში ლამაზი გოლით გახსნა – 1:0. მე-13′ წუთზე ნიკიტა სუპრანოვიჩმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ საქართველოს ნაკრები მეორე ტაიმში დანიილ მიროშნიკოვის ავტოგოლით ისევ დაწინაურდა. მე-60′ წუთზე გულიაშვილმა დუბლი შეასრულა – 3:1. 84′-ე წუთზე კი მეტოქის მცველს შეცდომა შოთა შეყილაძემ არ აპატია – 4:1.

​შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩს 7 სექტემბერს გამართავს – რუმინეთი საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.

 

 

 

 

წყარო – Georgian Football Federation

 

 

 

 

 

 

გიორგი მიქაუტაძე: “ყველას მოგესალმებით, სამწუხაროდ ცუდი ამბავი მაქვს ჩემი ერთგული გულშემატკივრებისთვის…”