კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რამაზ სვანაძის საქართველოს 21-წლამდე ნაკრები დღეს რუმინეთს დაუპირისპირდება

21-წლამდე ნაკრებმა ბუქარესტში მატჩისწინა ვარჯიში გამართა

Image source: gff.ge

 

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, ბუქარესტში, “დინამო ბუქარესტის” სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა. ახალგაზრდული ნაკრები დღეს 7 სექტემბერს, რუმინეთის დედაქალაქის შემოგარენში, ქალაქ ვოლუნტარიში მასპინძელთა 21-წლამდე ეროვნულ გუნდს შეხვდება.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გურამ ჩიკაშუა (ვიტ-ჯორჯია), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა ნანავა (კოლხეთი 1913);

მცველები: ცოტნე კაპანაძე (თელავი), თორნიკე ჯანგიძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი, ესპანეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო თბილისი), ივა გელაშვილი (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), ზურაბ ჭავჭანიძე (რუსთავი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), დავით სამსონია (დინამო ზუგდიდი);

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (დილა გორი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ბექა ხარაიშვილი (საბურთალო), რევაზ ინჯგია (აპოლონ ლიმასოლი, კვიპროსი), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), გიორგი მოსწირაფიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ლომთაძე (სამტრედია), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო);

თავდამსხმელები: გიორგი გაგუა (დეპორტივო ალავესი, ესპანეთი), შოთა შეყილაძე (თელავი).

შეგახსენებთ, რომ რამაზ სვანაძის გუნდის საერთაშორისო ამხანაგური მატჩი, ვოლუნტარის “ანგელ იორდანესკუს” სახელობის სტადიონზე, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება, ხოლო მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

 

 

 

 

წყარო – nakrebi.ge

 

 

 

433-მა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლოგოს მაგივრად ამერიკული შტატის ლოგო მონიშნა (ფოტო)