კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

რამაზ სვანაძე: “ვიცი, რომ ესტონეთთან თამაში ჩემი პასუხისმგებლობაა”

სვანაძის პრესკონფერენცია

Image source: gff.ge

 

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მე-6 ტურში ესტონეთის ნაკრებს უმასპინძლებს და გუნდს დროებით რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. ახალგაზრდა სპეციალისტმა თამაშამდე პრესკონფერენცია გამართა.

„ჩემთვის დიდი პატივია ეროვნული ნაკრების გაწვრთნა და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეს ნდობის მანდატი მომცა. ახლა მთავარია დავაბრუნოთ ხარისხი და ავამაღლოთ ფსოქოლოგიური ფონი. მერწმუნეთ, რომ ფეხბურთელებზე არავის უნდოდა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და ამ მატჩების მოგებაც. რეალობაა, რომ წავაგეთ და ასეთია ფეხბურთი. უკან ყურება არაფერს მოგვიტანხს და წინ უნდა ვიაროთ. არ დავმალავ, რომ ჩემთვის დიდი და საამაყო სიურპრიზი იყო ნაკრების მწვრთნელობა.

გვყავს რამდენიმე ფეხბურთელი, რომელთაც მიკროტრავმები აქვთ, გვარებს არ დავასახელებ. თუმცა ვეცდებით ოპტიმალური შემადგენლობა შევარჩიოთ. იქნება ცვლილებები, რადგან ყველა მწვრთნელს თავისი ხედვა აქვს, მაგრამ ეს არ იქნება მასშტაბური, რადგან დრო მცირეა და თან ეს გუნდი 5 წელია ერთი სისტემით თამაშობდა. ახლა მაინც მთავარია, რომ ფსიქოლოგიური ფონი ავამაღლოთ.

მინდა ვლადიმირ ვაისს მადლობა გადავუხადო და მომავალში წარმატებები ვუსურვო. მასზე ცუდ კონტექსტში საუბარს არ ვაპირებ. არ ვიცი რის თაობაზე ილაპარაკა ვაისმა, ის გუნდს კარგად იცნობდა. მწვრთნლის პროფესია ასეთია, დღეს აქ ვარ, ხვალ აქ ვიქნებით. ჩვენთვის უმოტივაციო თამაშია სატურნირო თვალსაზრისით, მაგრამ ნაკრების ყველა მატჩმა დადებითი შთაბეჭდილება უნდა დატოვოს. ცოტა დრო გვაქვს იმის მოსამზადებლად, რომ ეს თამაში მოვიგოთ, მაგრამ ვიცი, რომ ეს მატჩი ჩემი პასუხისმგებლობაა“ – თქვა სვანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 5 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს, მესამე ადგილზეა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული აქვს.

 

ვის მიუძღვნეს საქართველოსთან გამარჯვება სომეხმა ფეხბურთელებმა? (ფოტო)