კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რამაზ სვანაძე: “ჩვენი ამოცანა უცვლელი რჩება – 2023-ში მომზადებული შევხვდეთ ევროპის ჩემპიონატს”

კომენტარი 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - რამაზ სვანაძემ გააკეთა

Image source: gff.ge

 

რუმინეთის ქალაქ ვოლუნტარიში ფრედ (1:1) დასრულებული ამხანაგური მატჩის შესახებ, კომენტარი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანაძემ გააკეთა.

“საკმაოდ კარგი თამაში გამოვიდა, საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგესთან. ჩემი აზრით ჩვენ ვფლობდით უპირატესობას და შეგვეძლო ეს შეხვედრა გამარჯვებით დაგვესრულებინა.

მთავარი ამ ეტაპზე, შედეგთან ერთად არის სელექცია – გვყავდა რამდენიმე დებიუტანტი და რა თქმა უნდა ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა და ასე გაგრძელდება მომავალშიც.

ჩვენი ამოცანა უცვლელი რჩება – 2023-ში მომზადებული შევხვდეთ ევროპის ჩემპიონატს”,- განაცხადა სვანაძემ.

 

 

 

წყარო – nakrebi.ge

 

 

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფრე “ანგელ იორდანესკუს” სახელობის სტადიონზე