კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რამას სვანაძე: “შედეგით უკმაყოფილო ვარ, ქართულ ფეხბურთს მომავალი აქვს”

სვანაძის პრესკონფერენცია

Image source: gff

 

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ბოლო ტურში ესტონეთის ნაკრებს დაუზავდა (0:0). მატჩის შემდეგ რამაზ სვანაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ შედეგით უკმაყოფილოა.

„პირველ რიგში ვიტყვი, რომ შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ თამაშს ვაკონტროლებდით და რაც დაგვაკლდა, ეს არის ბოლო ფაზაში კარგი თამაში. გუნდმა რთული ერთი კვირა გამოიარა, მაგრამ წარსულზე ფიქრი არაფერს გვარგებს და ამ გუნდს პერსპექტივა აქვს.

ჩემი მთავარი მიზანი იყო გუნდის სტრესიდან გამოყვანა. ახლა 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარ, მაგრამ სადაც ქვეყანას, ფეხბურთს დავჭირდები, იქ ვიქნები. ქართულ ფეხბურთს მომავალი აქვს, ძალიან კარგი თაობა მოდის, კონკრეტულად გვარებს არ დავასახებელ, მაგრამ პროფესიონალური მიდგომა და მუშაობა შედეგს გამოიღებს.

გადავწყვიტე დავით ხოჭოლავა მეთამაშებინა, რადგან ვფიქრობ, რომ ფეხბურთელი, რომელიც „რეალის“ და „ინტერის“ წინააღმდეგ თამაშობს, საქართველოს ნაკრებში ძირითადს იმსახურებს. დავითაშვილი ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ვხედავთ, რომ კლუბში სხვა დავითაშვილია, მაგრამ მას ნაკრებთან შეჩვევა სჭირდება და ამას მალე მოახერხებს. შეუძლია როგორც შუაში, ისე ფლანგზე თამაში“ – თქვა სვანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ასპარეზობა 7 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა.

 

უგოლო ფრე ესტონეთთან და მესამე ადგილი ჯგუფში