კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

რაიოლა: “პოგბა “მანჩესტერს” დატოვებს”

პოგბა მანჩესტერ ტოვებს

Image source: Getty images

 

პოლ პოგბას აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მისი კლიენტი „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებს და კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, რადგან ინგლისში ბედნიერი არ არის.

„გარკვევით უნდა ვისუაბროთ და დამნაშავე არ უნდა ვეძებოთ. პოლი „მანჩესტერში“ უკმაყოფილოა, ის ვერ გამოხატავს თავის თავს ისე, როგორც უნდა და უნდოდა. უნდა შეიცვალოს გუნდი, ჰაერი. კონტრაქტი აქვს, რომელიც 2022 წელს იწურება, მაგრამ ყველასთის კარგი იქნება, შემდეგ ბაზარზე თუ გაყიდიან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მისი უფასოდ დაკარგვა მოუწევთ, იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ფეხბურთელს კონტრაქტის განახლება არ სურს“ – თქვა რაიოლამ.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა „მანჩესტერში“ 2016 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში ის ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდება და გუნდის დატოვების შანსიც ამის გამო კიდევ უფრო გაიზარდა.

 

წყარო – Tuttosport

 

გიორგი ჩაკვეტაძის გოლი ამხანაგურ თამაშში (ვიდეო)