კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

რაიოლა: “ბარსელონას” დე ლიხტი ყველი ეგონა”

Image source: Joe.co.uk

 

მინო რაიოლამ მატიას დე ლიხტის შესახებ ისაუბრა „ბარსელონა“ გააკრიტიკა. რაიოლას განცხადებით, ესპანელებს ჰოლანდიელი ფეხბურთელი უბრალოდ ყველი ეგონათ და ადვილად შეძენას ფიქრობდნენ.

„ის მხოლოდ ფეხბურთელი არაა, „იუვეს“ მისი შეძენა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ სურდა, მაგრამ იყო პსჟ-ს, „ბარსას“ და არამხოლოდ მათგან ინტერესი.

ერთი რამ მინდა გასაგები იყოს: მატიასს არასდროს დაუყენებია ფული პირველ ადგილზე, მას უნდა და მხოლოდ თამაშზე ფიქრობს. ნედვედთან ხშირად ვსაუბრობ, ვისთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. პაველმა მითხრა: „ეს ბიჭი კიდევ უფრო თავხედია, ვიდრე მე.

ბევრი ჰოლანდიელის აზრით, დე ლიხტი „ბარსელონაში“ უნდა წასულიყო, მაგრამ ასე არაა. „ბლაუგრანაში“ ფიქრობდნენ, რომ დე ლიხტი ყველი იყო, მოტივები, რომლებიც მათ მის შესაძენად აირჩიეს, არასწორი იყო“ – განაცხადა რაიოლამ.

 

წყარო – Corriere Dello Sport

 

პეპ გვარდიოლა: “ყველაზე მეტად ვნანობ, რომ ამ გუნდში ვერ ვითამაშე”