კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

რაიან გიგზმა დაასახელა ყველაზე რთული მეტოქე, რომლის წინააღმდეგ უთამაშია

გიგზმა ხავიერ ძანეტი გამოარჩია

Image source: Getty images

 

უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რაიან გიგზმა დაასახელა ფეხბურთელი, რომლის წინააღმდეგ თამაში ყველაზე მეტად უჭირდა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელის აზრით, ასეთი არგენტინელი ხავიერ ძანეტი იყო.

„ყველაზე ძლიერი ხავიერ ძანეტი იყო. მას ნახევარდაცვაში თამაშიც შეეძლო, იცოდა ბურთით რა უნდა გაეკეთებინა და დაცვაშიც შესანიშნავად თამაშობდა. ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო, როგორც მცველს, მას აბსოლუტურად ყველაფერი ჰქონდა, რაც საჭირო იყო“, – თქვა გიგზმა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა და უელსელმა ფეხბურთელებმა ერთმანეთის წინააღმდეგ „ინტერი“ – „მანჩესტერის“ დაპირისპირებების დროს ჩემპიონთა ლიგაზე ოთხჯერ ითამაშეს.

 

 

წყარო – Sempre Inter

 

 

 

“ტოტენჰემმა” 2021/22 წლების სეზონის ახალი საშინაო ფორმა წარადგინა (ვიდეო)