კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

რაგბის კავშირმა კარდიფში “ბორჯღალოსნების” მიერ დადებული საოცარი ლელო გაიხსენა (ვიდეო)

 

სარაგბო სამყარო, ისევე როგორც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში სპორტული მოვლენები კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს რაგბის კავშირის ფეისბუკ გვერდი წარსულ მოვლენებს იხსენებს. ერთად გავიხსენოთ 2015 წლის 2 ოქტომბერი, რაგბის მსოფლიო თასი, როდესაც ბორჯღალოსნები ისტორიაში პირველად ეთამაშნენ “ოლ ბლექსს” და ეს საოცარი ლელო დაუდეს მსოფლიო ჩემპიონს.

“ძვირფასო მეგობრებო, კორონავირუსის (COVID 19) გლობალური პანდემიით ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა დავრჩეთ სახლში და ამით მხარი დავუჭიროთ ვირუსთან ბრძოლას!

ყველაფერი აუცილებლად მალე გადაივლის და ერთად შევხვდებით დიდ სტადიონზე!”, – წერია საქართველოს რაგბის კავშირის ფეისბუკ გვერდზე.

 

წყარო – GeorgianRugby

 

“რაგბი ევროპამ” რუსეთში “ბორჯღალოსნების” ტრიუმფი გაიხსენა (ვიდეო)