კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რაგბის კავშირის განცხადება საფრანგეთში ავტოკატასტროფაში დაღუპულ ქართველ მორაგბესთან დაკავშირებით

Image source: ladepeche.fr

 

26 იანვარს, 27 წლის ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილი საფრანგეთში ავტოავარიას ემსხვერპლა. აღნიშნული ინფორმაცია დილით შემთხვევის შემდეგ ფრანგულ გამოცემებში გავრცელდა. ბექა კლუბ “გროლეს” მოთამაშე იყო და “ლავორთან” მორიგ დერბიზე მიემგზავრებოდა.

“ძვირფასო მეგობრებო, 26 იანვარს საფრანგეთში ავტოკატასტროფაში დაღუპულ ქართველ მორაგბეს, ბექა ბურდიაშვილს თბილისში ჩამოასვენებენ კვირას, 2 თებერვალს.

პანაშვიდები თბილისში გაიმართება მისამართზე: სამრეწველო დასახლება, პირველი ქუჩა, პირველი ჩიხი, ბინა 4.

სამშაბათს (4 თებერვალს) ბექა ბურდიაშვილს გადაასვენებენ კახეთში, სოფელ შილდაში. დაკრძალვა ხუთშაბათს, 6 თებერვალს 13:00 საათზე.

რაგბის კავშირი თანაუგრძნობს ბექას ოჯახს”, – წერია საქართველოს რაგბის კავშირის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.

 

წყარო – Georgian Rugby

ჟერომ ბოატენგი: “ჩვენს შორის ყველაფერი კარგადაა” (ფოტო)