კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

რაგბი – საქართველოს ნაკრები ინგლისთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

საქართველო - ინგლისი

Image source: Autumn Nations Cup

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შემოდგომის ერთა თასის პირველ ტურში ინგლისის ეროვნულ ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით წააგო.

ლევან მაისაშვილის გუნდმა მსოფლიო რაგბის ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებს წინააღმდეგობა ვერ გაუწი, 6 უპასუხო ლელო მიიღო და საბოლოოდ, 0:40 დამარცხდა.

ინგლისლებმა თავიდანვე მოიპოვეს დიდი უპირატესობა და პირველი ტაიმი 26:0 მოიგეს. სამი ლელო მიითვალა ჯეიმი ჯორჯიმ, ხოლო ოუენ ფარელმა 5 გარდასახვა გაიტანა. ისინი თავიანთ გუნდში საუკეთესოები იყვნენ.

საქართველოს ნაკრები მე-2 ტურში სტუმრად უელსის ნაკრებს შეხვდება, ეს მატჩი 21 ნოემბერს გაიმართება.

ინგლისი – საქართველო 40:0

 

წყარო – Autumn Nations Cup

 

ხოაკინ კაპაროსი: “საქართველოსთან რთული თამაში გვექნება, მაგრამ მოგებას ვეცდებით”