კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

რაგბი ევროპის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველო-რუსეთის მატჩთან დაკავშირებით

ფოტო ბორჯღალოსნებისა და დთვების მატჩიდან

Image source: rugby.ge

 

რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით, ბორჯღალოსნებისა და რუსეთის ნაკრების გადადებული, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-5 ტურის შეხვედრა თბილისში 1 ნოემბერს გაიმართება.

ლევან მაისაშვილის შეგირდები „დათვებსრაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში 14 მარტს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა კორონავირუსის პანდემიის ფონზე, 13 მარტს გადაწყდა, რომ თამაში აღარ შედგებოდა.

მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის, ხოლო მატჩის დრო და სტადიონი, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ბორჯღალოსნებმა ოთხივე თამაში მოიგეს 19 ქულა მოაგროვეს.

 

 

 

 

წყარო – rugby.ge

 

 

 

 

 

 

საფრანგეთში რაგბი დაბრუნდა – შედეგიანი პირველი ტური ქართველი ლეგიონერებისთვის