კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

რა თანხა მიიღო “რანდერსმა” საბა ლობჟანიძის ტრანსფერიდან? ცნობილია, თუ რამდენი გადაიხადა თურქულმა კლუბმა

saba lobjanidze

Image source: MKE Ankaragücü

 

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, საბა ლობჟანიძე დანიური “რანდერსიდან” თურქულ “ანკარაგიუჯუში” გადავიდა.

tipsbladet.dk-ის ცნობით, დანიურმა კლუბმა 25 წლის ქართველი ლეგიონერის ტრანსფერის სანაცვლოდ თურქული კლუბისგან 300,000 ევრო მიიღო.

წყაროს ინფორმაციით “რანდერსმა” ბიუჯეტი ეროვნული ვალუტის სახით 2,240,000 კრონით შეივსო.

შეგახსენებთ, რომ საბა 2017 წლის ივლისში “რანდერსს” თბილისის “დინამოდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მისი სატრანსფერო ღირებულება იმ დროს 550 ათასი ევრო იყო, ახლა კი ეს ციფრი ორმაგად გაიზარდა და Transfermarkt-ის მონაცემებით 1 მილიონ ევროს შეადგენს.

საბა ლობჟანიძემ თურქეთის სუპერლიგის კლუბ “ანკარაგუჯუსთან1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

წყარო – tipsbladet.dk

იქნება თუ არა საბა ლობჟანიძის დებიუტი დღეს? ცნობილია “ანკარაგიუჯუს” სასტარტო შემადგენლობა