კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რა თანხა გამოიმუშავეს წამყვანმა ჩოგბურთელებმა 2020 წლის სეზონში?

რა თანხა გამოიმუშავეს ჩოგბურთელებმა

Image source: Getty Images

 

ლონდონში გამართულ შემაჯამებელ ტურნირთან ერთად დასრულდა 2020 წლის საჩოგბურთო სეზონიც. საინტერესოა, თუ რა თანხა გამოიმუშავეს ტოპ-ჩოგბურთელებმა ჩოგბურთისა და სხვა სპორტის სახეობებისთვის კორონავირუსით განაპირობებულ ამ რთულ პერიოდში.

ყველაზე მეტი თანხა გამოიმუშავა მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა. 2020 წლის სეზონში ტურნირებზე სერბი ჩოგბურთელის გამომუშავებული თანხის ოდენობამ ჯამში 6 435 158 დოლარი შეადგინა. აღვნიშნოთ, რომ თანხა ორჯერ ნაკლებია იმაზე, რაც ჯოკოვიჩმა 2019 წლის სეზონში გამოიმუშავა, როდესაც ისევ რეიტინგის ლიდერი იყო.

წამყვანი ჩოგბურთელების საპრიზო ფონდი 2020 წლის სეზონში ასეთია:

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 6 435 158
დომინიკ ტიმი (ავსტრია) – 6 024 876
რაფაელ ნადალი (ესპანეთი) – 3 856 127
დანიილ მედვედევი (რუსეთი) – 3 607 670
ალექსანდრ ზვერევი (გერმანია) – 3 255 077
ანდრეი რუბლიოვი (რუსეთი) – 2 169 487
სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) – 2 093 232
პაბლო კარენიო ბუსტა (ესპანეთი) – 1 941 470
დიეგო შვარცმანი (არგენტინა) – 1 550 441
რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპანეთი) – 1 390 184
როჯერ ფედერერი (შვეიცარია) – 714 792

ქალებს შორის სეზონის ლიდერი გახდა ამერიკელი სოფია კენინი. ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონმა 2020 წელს 4 302 970 დოლარი მიიღო.

სამეულში მოხვდნენ იაპონელი ნაომი ოსაკა (3.3 მილიონი) და პოლონელი იგა შვიონტეკი (2.2 მილიონი).

სრულ სიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

წყარო – protennislive.com

“შოთა არველაძესთან ადგილებს გავცვლით?” – უზბეკეთის ნაკრების მწვრთნელი გუნდში “ფახთაქორის” ფეხბურთელების სიმრავლით უკმაყოფილოა