კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რა თანხა გამოიმუშავა საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე

რა თანხა გამოიმოშავეს ჯვაროსნებმა ერთა ლიგაზე

Image source: gff.ge

 

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები ერთა ლიგაში ჩატარებული ექვსი მატჩის შემდეგ C დივიზიონის მეორე ჯგუფში 7 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.

ამ პოზიციაზე გასვლით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ტურნირში მონაწილეობისთვის გარანტირებულ თანხას მიიღებს – 1,125 მილიონ ევროს. ამ თანხას იღებს C დივიზიონში მყოფი ყველა ნაკრები.

C ლიგის II ჯგუფში პირველ ადგილზე გასული სომხეთის ნაკრები მიიღებს კიდევ 1,125 მილიონ ევროს ბონუსის სახით, რაც საერთო ჯამში 2,25 მილიონს შეადგენს.

გარდა ამისა, ერთა ლიგაზე ყოველი დივიზიონის 4 გამარჯვებულ გუნდს შორის პლეი-ოფის ფინალის მოგებულს ერგება 6 მილიონი, მეორეადგილოსანს – 4,5 მილიონი, მესამეს – 3,5 მილიონი, ხოლო მეოთხეს – 2,5 მილიონი. ამგვარად, ერთა ლიგაზე ჩვენი ჯგუფის გამარჯვებულ სომხეთს კიდევ 2,5 მილიონი ევრო აქვს გარანტირებული.

წყარო -sportekz.com

ტოჩინოშინმა დაძაბულ ბრძოლაში მერვე გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)