კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

რა თანხა გამოიმუშავა დავით ხოჭოლავას “შახტარმა” წლევანდელ ევროთასებზე

რამდენი თანხა გამოიმუშავა ხოჭოლავას შახტარმა

Image source: FC SHAKHTAR

 

ხოჭოლავას “შახტარი” ევროპა ლიგის 1/4 ფინალში გავიდა.

ამისთვის უკრაინულმა კლუბმა 1,5 მილიონი ევროს ოდენობით საპრიზო თანხა გამოიმუშავა. ამ ინფორმაციას ავრცელებს Sport.24TV. გამოცემის ცნობით, საერთო ჯამში “შახტარმა” გმოიმუშავა 47 მილიონი ევვრო ევროთასების კამპანიაში.

თავდაპირველად დონეცკის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა, თუმცა ჯგუფური ეტაპის შედეგებით მე-3 ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგაზე გავიდა. ევროპა ლიგის პლეი-ოფში ქართველი ლეგიონერის კლუბმა ჯერ “ბენფიკას“, მერე კი “ვოლფსბურგს” მოუგო.

შეგახსენებთ, რომ “შახტარის” მომდევნო მეტოქე იქნება “ბაზელი“.

აღვნიშნოთ, რომ ამ თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს დავით ხოჭოლავა. 27 წლის ცენტრალურმა მცველმა “ვოლფსბურგის” წინააღმდეგ მატჩის 68-ე წუთზე მსაჯისგან პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო და მოედნის დაუყოვნებლივ დატოვება მოუწია. ევროპა ლიგის რეგლამენტის თანახმად ასეთ შემთხვევაში მოთამაშე უეფა-ს ფარგლებში გასამართ მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

წყარო – Sport.24TV

“იუვენტუსმა” მომავალი სეზონის სპორტული მაისური ოფიციალურად წარმოადგინა