კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რა ხრიკით მოუგო არველაძემ ქინქლაძეს სანაძლეო – ქართველმა ფეხბურთელმა საინტერესო ისტორია გაიხსენა

არველაძემ ქინქლაძეს სანაძლეო მოუგო

Image source: Shota Arveladze facebook

 

ტაშკენტის “პახტაკორის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ MATCH TV-სთან ვრცელ ინტერვიუში გიორგი ქინქლაძესთვის მოგებული სანაძლეო გაიხსენა, რომელიც პატარა ხრიკის ხარჯზე მოიგო.

შოთა იხსნებს, რომ გიორგის ლონდონში 15-კაციან სუფრაზე დაენიძლავა და მისი ძმის, არჩილის დახმარებით მოიგო კიდეც.

ლონდონში, ინგლისთან მატჩი გვქონდა. ყველა ოცნებობდა შესანიშნავი სტადიონზე გასვლას, თან მალე რეკონსტრუქციისთვის უნდა დაეხურათ. ლონდონში ფეხბურთელების ბევრი ნათესავი ჩამოვიდა და მატჩის შემდეგ ქალაქში ვსეირნობდით. მე და ქინქლაძე დავნიძლავდით კიდეც, რომელსაც გვიცნობდნენ პირველს ლონდონში ის 15-კაციან სუფრას გადაიხდიდა. გიორგი ინგლისში ვარკსვლავი იყო და წაგებას ვერც წარმოიდგენდა, მაგრამ დამარცხდა, რადგან ლონდონში ბევრი თურქი ცხოვრობდა და როდესაც ისინი დავინახეთ, არჩილმა ჩემი სახელი დაიყვირა. მათ მიცნეს მაშინვე ფოტოს გადაღებას მთხოვნდნენ. მადლობა მათ, ამ ხრიკით ქინქლაძე დავამარცხე. ქინქლაძე მართლაც იყო ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავი, მაგრამ პრემიერლიგა მაშინ სერია ა-ს და პრიმერას ჩრდილში იყო და ამასთან „სიტი“ ქვედა დივიზიონში გავარდა.

შემდეგ მე „აიაქსში“ გადავედი, რომელიც იმ დროს ძლიერი გუნდი იყო და საქართველოში ვერ იჯერებდნენ, რომ პატრიკ კლუივერტი უნდა შემეცვალა, რომელიც „მილანში“ გადავიდა. ისე ვნერვიულობდი, რომ პირველი ვარჯიშის დროს ბუცების აღება დამავიწყდა. გასახდელში ფორმა მეცვა, მაგრამ ფეხშიშველი ვიჯექი. რონალდ დე ბურმა დამინახა და მკითხა: „დაგავიწყდა? შემდეგ ფეხის ზომა მკითხა და თავისი ბუცები მომიტანა. მე და რონალდი დღემდე მეგობრები ვართ. გამიმართლა, რომ მორტენ ოლსენთან ვმუშაობდი, მასთან კომუნიკაცია ძალიან ადვილი იყო, რადგან 10 ენა იცოდა. წარსულში მცველი იყო, მაგრამ შემტევი ფეხბურთი უყვარდა. პირველ სეზონში ჰოლანდიის ჩემპიონატში 112 გოლი გავიტანეთ. მაშინ პირველად ვითამაშე ჩემი ძმის წინააღმდეგ, რომელიც „ბრედაში“ თამაშობდა. იქიდან არჩილი „კიოლნში“ გადავიდა, უჩვეულო მდგომარეობაში იყო, მარცხენა ნახევარმცველად ათამაშებდნენ, მაგრამ 9 გოლი მაინც გაიტანა. შემდეგ მუხლის პრობლემა ჰქონდა და ოპერაციის გაკეთებიდან პრაქტიკულად აღარ უთამაშია. კარიერა 32 წლის ასაკში დაასრულა” – თქვა არველაძემ.

 

წყარო – Match TV

 

 

 

 

 

კახა კალაძე გლდანის საფეხბურთო ცენტრზე: “აქ ყველა ბავშვისთვის შესვლა უფასო იქნება” (ვიდეო)