კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რა ილეთით დაამარცხეს ტოჩინოშინი ივლისის ბაშოს მე-10 საშეჯიბრო დღეს (ვიდეო)

ტოჩინოშინის მე-4 მარცხი მიმდინარე ბაშოზე

Image source: Getty Images

 

ივლისის ბაშოს მე-10 საშეჯიბრო დღე ქართველი სუმოისტისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა. მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის მეტოქე კოტოიუკი იყო, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ასეთი ბალანსი აქვს უკვე – 4 მოგება – 6 წაგება.

ქართველი მაეგაშირა კოტოიუკისთან ბრძოლაში ოშიდაშით დამარცხდა. მეათე საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევან გორგაძის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 6 მოგება და 4 წაგება.

ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე მე-17 მაეგაშირა ტერუნოფოჯი იქნება.

 

 

წყარო – sumo.or.jp

 

 

 

ტოჩინოშინის მე-9 საშეჯიბრო დღე და მე-6 გამარჯვება (ვიდეო)