კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რა ღირს საქართველოს და სომხეთის ნაკრების ფეხბურთელები Transfermarkt-ის ვერსიით

საქართველო-სომხეთი: ფასები

Image source: gff.ge

 

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მე-5 ტურში სომხეთის ნაკრებს შეხვდება. ამ გუნდებს ლიდერები აკლიათ – ხვიჩა კვარაცხელია და ჰენრიხ მხითარიანი.

Transfermarkt-ს ვერსიით, საქართველოს ნაკრებში ყველაზე 10 ძვირადღირებული ფეხბურთელი ასეთია (ჩამონათვალში არ შედის ის ფეხბურთელები, რომლებიც ხვალ ვერ ითამაშებენ):

საბა კვირკველია – 5 მილიონი ევრო

დავით ხოჭოლავა – 3 მილიონი ევრო

ჯიმი ტაბიძე – 2.5 მილიონი ევრო

ვაკო გვილია – 2.5 მილიონი ევრო

ზურიკო დავითაშვილი – 2.5 მილიონი ევრო

გია გრიგალავა – 1.8 მილიონი ევრო

გიორგი ქვილითაია – 1.8 მილიონი ევრო

ვაკო ყაზაიშვილი – 1.5 მილიონი ევრო

გიორგი მაკარიძე – 1.2 მილიონი ევრო

თორნიკე ოქრიაშვილი – 1 მილიონი ევრო       

სომხეთის ნაკრებში ყველაზე მაღალფასიანი ფეხბურთელების ფასი ასეთია და მასში მხითარიანი არ შედის, რადგან ვერ ითამაშებს:

სარგის ადამიანი – 4 მილიონი ევრო

ტიგრან ბარსეგიანი – 1.5 მილიონი ევრო

ვარაზდათ ჰაროიანი – 800 ათასი

არშაკ ჰოვჰანისიანი – 700 ათასი

ედგარ ბაბაიანი – 700 ათასი

ანდრე სალისირი – 600 ათასი

ჰოვჰანესი ჰამბარცუმიანი – 500 ათასი

გევორგ ღაზაიანი – 350 ათასი

დავიდ იურჩენკო – 350 ათასი

მთლიანობაში საქართველოს ნაკრების ფასი 39 მილიონი ევროა, ხოლო სომხეთის ნაკრების 13 მილიონი, თუმცა მხითარიანის გარეშე.

შეგახსენებთ, საქართველოსა და სომხეთის ნაკრებთა მატჩი 15 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

 

წყარო – Transfermarkt

 

საქარველო – სომხეთის მატჩს ცნობილი იტალიელი მსაჯი იმსაჯებს