კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

რა ღირს ქართველი და მაკედონიელი ფეხბურთელები Transfermark-ის მონაცემებით

საქართველო-მაკედონიის ფასები

Image source: gol.mk

 

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლებს.

Transfermarkt-ის ვერსიით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა ჯამუირ ფასი 39.75 მილიონი ევროა. ყველაზე ძვირი ხვიჩა კვარაცხელია ღირს, რომლის ფასი 7.5 მილიონი ევროა, მაგრამ ის ამ თამაშში ვერ ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული 10 ფეხბურთელის სია ასეთია:

ხვიჩა კვარაცხელია – 7.5 მილიონი ევრო

სოლომონ კვირკველია – 5 მილიონი ერო

დავით ხოჭოლავა – 3 მილიონი ევრო

ჯიმი ტაბიძე – 2.5 მილიონი ევრო

ვაკო გვილია – 2.5 მილიონი ევრო

ზურიკო დავითაშვილი – 2.5 მილიონი ევრო

გია გრიგალავა – 1.8 მილიონი ევრო

გიორგი ქვილითაია – 1.8 მილიონი ევრო

ვაკო ყაზაიშვილი – 1.5 მილიონი ევრო

ლევან შენგელია – 1.4 მილიონი ევრო

რაც შეეხება ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს, მისი ჯამური ფასი გაცილებით ბევრია – 65.08 მილიონი ევრო. როგორც საქართველოს ნაკრებს, მეტოქესაც ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი დააკლდება – ენის ბარდი, რომლის ფასი 20 მილიონი ევროა. ძვირადღირებული ფეხბურთელების ათეული:

ენის ბარდი – 20 მილიონი ევრო

ელიფ ელმასი – 18 მილიონი ევრო

არიან ადემი – 5.5 მილიონი ევრო

სტეფან რისტოვსკი – 3.5 მილიონი ევრო

ეზგიან ალიოსკი – 3.5 მილიონი ევრო

ილია ნესტოროვსკი – 2.8 მილიონი ევრო

სტოლე დიმიტრიევსკი – 1.5 მილიონი ევრო

ალექსანდარ ტრაიკოვსკი – 1 მილიონი ევრო

ვისარ მუსლიუ – 1 მილიონი ევრო

ბობან ნიკოლოვი – 750 ათასი ევრო

 

წყარო – Transfermarkt

 

საიმანოვი: “კვარაცხელიას ტესტი მუდმივად უტარდებოდა”