კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რა განსხვავებაა ნოდარ ქავთარაძისა და მოჰამედ სალაჰის გოლებს შორის?

რა განსხვავებაა ნოდარ ქავთარაძისა და მოჰამედ სალაჰის გოლებს შორის

 

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე-11 ტურის პირველი მატჩი წყალტუბოში ქუთაისის “ტორპედოსა” და ბათუმის “დინამოს” შორის გაიმართა.

მასპინძლები ნოდარ ქავთარაძემ მატჩის დებიუტშივე დააწინაურა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლით. 28′-ე წუთზე ქავთარაძემ კიდევ ერთი ბურთი შეაგდო ბათუმელების კარში და “ტორპედო2-ბურთიანი უპირატესობით გავიდა წინ.

გია გეგუჩაძის გუნდმა სხვაობა ტაიმის მიწურულს 11-მეტრიანი დარტყმით შეამცირა. პენალტი ზუსტად ნიკოლოზ საბანაძემ შეასრულა. შეხვედრის მეორე ნახევარში ფლამარიონმა ანგარიში გაათანაბრა. სტუმრები ახლოს იყვნენ კიდევ ერთი შეხვედრის შემობრუნებასთან, თუმცა გამარჯვების გოლი თამაშის მიწურულს ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა და “ტორპედოს” მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

11 ტურის შემდეგ ქუთაისის “ტორპედო” 20 ქულით გათამაშების ცხრილში 20 ქულით მე-4 ადგილზეა , ხოლო ბათუმის “დინამო” კი 22 ქულით კვლავ ლიდერობს სატურნირო ცხრილს.

ინგლისის პრემიერ-ლიგის 34-ე ტურში “ენფილდზე” “ლივერპულმა” “ჩელსის” უმასპიძნლა და (2:0) ანგარიშით გაიმარჯვა. აღსანიშნავია მოჰამედის სალაჰის მიერ გატანილი ულამაზესი გოლი “არისტოკრატთა” კარში.

 

 

 

 

 

სალაჰმა უკვე იცის, ითამაშებს თუ არა “ბარსელონას” წინააღმდეგ