კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

რა აკლია გიორგი ჩაკვეტაძეს? “გენტის” მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა

Image source: Belga image

 

გენტის” მთავარმა მწვრთნელმა “მუსკრონთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნების შესახებ ისაუბრა.

იეს თორუფმა განაცხადა, რომ ქართველი ლეგიონერი ძალიან მალე ძველ სათამშო ფორმას დაიბრუნებს. გიორგიმ ესპანური შეკრება კარგად გაიარა და ძალიან ძლიერად გამოიყურება.

“ამ კვირაში ერთად დავსხედით და ვუთხარი, რომ ის არის იქ, სადაც ზუსტად უნდა იყოს. მას მხოლოდ სათამაშო რიტმი და ფეთქებადობა აკლია, რაც რამდენიმე თამაშში დაუბრუნდება” – განაცხადა სპეციალისტმა.

აღვნიშნოთ, რომ “გენტისა” და “როიალ მუსკრონის” მატჩი დღეს, 18 იანვარს, თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.

წყარო – nieuwsblad.be

დისნეის რომელი გმირია მესი? “ბარსელონას” ვარსკვლავი შვილთან ერთად სოციალურ ქსელში ერთობა (ვიდეო)