კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ყვითელ-მწვანეებმა სავარჯიშო პროცესი იძულებით შეაჩერეს

Image source: fctobol.kz

 

კორონავირუსის პანდემიის გამო ჩემპიონატი შეაჩერა ასევე ყაზახეთმა, სადაც მრავალი ქართველი ლეგიონერი თამაშობს. შესაბამისად „ტობოლი“, რომელშიც ჯაბა კანკავა, ლუკა ზარანდია და ნიკა კვეკვესკირი თამაშობენ, ვარჯიშების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის ჩემპიონატი 16 მარტიდან შეწყვეტილია. პრემიერ-ლიგის მიმდინარე სეზონში ზარანდიას 2 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო კანკავამ და კვეკვესკირმა 2 თამაში ჩაატარეს და გოლი არ გაუტანიათ.

 

წყარო – fctobol.kz

 

“ვინმეს გასვენებაა?” – კახა კალაძე კობიაშვილის ლაივს გამოეხმაურა (ფოტო)