კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ყველაზე წარმატებული ქართველი ლეგიონერები ქართული ფეხბურთის ისტორიაში

Image source: Fotojet.com

 

Vbetnews-ი წარმოგიდგენთ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ტოპ ხუთ ქართველ ლეგიონერს. ეს რა თქმა უნდა ჩვენი ვერსიაა, მასზე საფუძვლიანი დავაც შეიძლება. ჩვენი აზრით კი, ყველაზე წარმატებული კარიერა შემდეგ ხუთ ქართველ ფეხბურთელს ჰქონდა:

კახა კალაძე („მილანი“, „ჯენოა“)

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ლეგიონერი ალბათ კახა კალაძე იყო. ქართველმა ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატში 10 წელზე მეტი ითამაშა და საერთო ჯამში 247 მატჩში 13 გოლი გაიტანა. ამ ხნის განმავლობაში კახამ ერთხელ სკუდეტო და იტალიის თასი მოიგო, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონინტენტთაშორისო თასი.

ლევან კობიაშვილი („ფრაიბურგი“, „შალკე“, „ჰერტა“)

ლევან კობიაშვილმა ისეთ დიდ ლიგაში დატოვა საკუთარი კვალი, როგორიც გერმანიის ბუნდესლიგაა. ქართველი 1997-2014 წლებში „ფრაიბურგის“, „შალკესა“ და „ჰერტას“ რიგებში ითამაშა და რაც მთავარია სამივე გუნდში ლიდერი იყო. ბუნდესლიგაში კობიაშვილმა 351 შეხვედრა ჩაატარა და 32 გოლი გაიტანა. მატჩებსი რაოდენობით გერმანიის ბუნდესლიგის ისტორიაში ლეგიონერებს შორის მხოლოდ პერუელ კლაუდიო პიზაროს ჩამორჩება, რაც დიდი წარმატებაა. გარდა ამისა, კობიაშვილი ერთადერთი ქართველია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქის შესრულება მოახერხა.

შოთა არველაძე („აიაქსი“, „რეინჯერსი“, „ალკმაარი“)

შოთა არველაძეს ტოპ ლიგაში მხოლოდ ერთი, ისიც ბოლო სეზონი აქვს გატარებული, როდესაც ესპანურ „ლევანტეში“ გადავიდა, მაგრამ ტრავმის გამო თითზე ჩამოსათვლელი მატჩები ჩაატარა. ამის გარეშეც ქართველს დიდებული კარიერა ჰქონდა, ჰოლანდიისა და შოტლანდიის ჩემპიონატის წამყვან გუნდებში წამყვანი გოლეადორი იყო. ჯერ „აიაქსში“, მერე „რეინჯერსში“ და ბოლოს „ალკმაარში“ ჩვენებური გოლების მანქანა იყო. არ დავივიწყოთ არც თურქეთში მანამდე მიღწეული წარმატებები.

გიორგი ქინქლაძე („მანჩესტერ სიტი“)

გიორგი ქინქლაძე ინგლისის პრემიერლიგაში 90-იანი წლების შუაში აღმოჩნდა და მაშინ „მანჩესტერ სიტი“ ისეთი მქუხარე გუნდი არ იყო, როგორც ახლა, მაგრამ მაინც დიდი კვალი დატოვა კლუბის ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერლიგაში დიდი ხანი თამაში არ მოუწია, ინგლისში ჩვენებური დღემდე ახსოვთ, რაც თავისთავად მიანიშნებს, მის სიდიადეზე.

ალექსანდრე იაშვილი („ფრაიბურგი“, „კარლსრუე“)

ლევან კობიაშვილთან ერთად გერმანიის ბუნდესლიგაში და კერძოდ „ფრაიბურგში“ წლების მანძილზე ალექსანდრე იაშვილიც წარმატებით თამაშობდა. სხვა რომ არაფერი, ერთადერთი ქართველია, რომელსაც ბუნდესლიგაში ჰეთ-თრიქი აქვს შესრულებული. ჩვენებური დღემდე კარგად ახსოვთ „ფრაიბურგისა“ და „კარლსრუეს“ ქომაგებს, სადაც კარიერის საუკეთესო წლები გაატარა.

 

დონალდ ტრამპი: “სპორტი უნდა დაბრუნდეს, ძველი მატჩების ყურებით დავიღალე”