კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ყველაზე მეტი წითელი ბარათის მქონე “ცუდი ბიჭების” სიმბოლური ნაკრები (ფოტო)

ცუდი ბიჭების სიმბოლური გუნდი

Image source: Getty/Goal

 

მსოფლიო ფეხბურთში ბევრნი არიან ცნობილი მოთამაშეები, რომლებმაც სხვა საფეხბურთო თვისებებთან ერთად თავი გამოავლინეს როგორც “ცუდი ბიჭები” სტადიონზე ან სტადიონის ფარგლებს გარეთ. სტადიონზე ხშირად გუნდისთვის ქულების მოსაგებად ფეხბურთელები ყველა შესაძლებლობას იყენებენ. ბევრი მათგანი ამისთვის ისეთ ამორალურ საქციელს კადრულობს, როგორებიცაა სიმულაცია, მეტოქის პროვოცირება, ფეირ-პლეის წესების დარღვევა და უხეში ქმედებები.

სტატისტიკურმა პორტალმა Transfermarkt შეადგინა “ცუდი ბიჭების” სიმბოლური ნაკრები, სადაც მოხვდნენ ფეხბურთელები, რომლებმაც კარიერის მანძილზე მსაჯებისგან ყველაზე მეტი წითელი ბარათი მიიღეს.

თერთმეტეულში მოხვდნენ: იბრაჰიმოვიჩი (14 გაძევება), რონალდუ (11 გაძევება), ტოტი (12 გაძევება), დე როსი (13 გაძევება), დევიდსი (10 გაძევება), ვიეირა (11 გაძევება), კივუ (7 გაძევება), კანავარო (10 გაძევება), პიკე (10 გაძევება), რამოსი (26 გაძევება), ლემანი (6 გაძევება)

 

 

 

წყარო – transfermarkt_official