კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“”ყოჩაღ ქართველებს, მთელი რუსეთი თქვენ ქომაგობდა” – “დინამოს” გულშემატკივრების რეაქცია (ფოტო)

დინამო მოსკოვის დამარცხებული ფეხბურთელი

Image source: FC Dynamo Moscow ფეისბუკ გვერდი

 

თბილისის „ლოკომოტივი“ ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მოსკოვის „დინამო“ დაამარცხა. „ლოკომოტივი“ გათამაშების მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანურ „გრანადას“ დაუპირისპირდება.

ამ მარცხს გამოეხმაურნენ “დინამოს” გულშემატკივრები, რომლებმაც სოციალურ ქსელში კომენტარებში თავიანთი აზრი გააზიარეს.

“ქართველ ბიჭებს რესპექტი”

“ეს ახალგაზრდა ბიჭები ფეხბურთეს თამაშობდნენ და მოგება ძალიან უნდოდათ… ხოლო ფულიანი ვარსკვლავები არც ვიცი რა გააკეთეს… ყველაფერში მოედნის საფარს დააბრალებენ”.

“ქართველებს საბჭოთა კავშირის დროიდან კარგი საფეხბურთო სკოლა აქვთ, მათ ყოველთვის ჰყავდათ საუკეთესო ფეხბურთელები, ახლაც ჰყავთ (სპარტაკში, რუბინში, მილანში და ა.შ.). ნაკრები ცოტა სუსტია, მაგრამ ინდივიდუალისტები ჰყავთ კარგები, ასე რომ არ არის გასაკვირი “დინამო” დამარცხდა”.

“75 წუთის ყურება შევძელი, მეტის ყურება შეუძლებელი იყო – სირცხვილია ეს. ასეთი ძვირადღირებული ფეხბურთელები გყავს და ასეთი თამაში. უაზროდ და სურვილის გარეშე თამაში აჩვენეს და საქართველოს მე-5 გუნდთან წააგეს”.

“ღირსეულად დამარცხდნენ… “დინამო” ჯერ შორსა ქართული კლუბების დონისგან)”.

“ყოჩაღ ქართველებს, მთელი რუსეთი თქვენ ქომაგობდა”.

“ფული არის, მაგრამ ტვინი არა”.

 

შეგახსენებთ, რომ „ლოკომოტივი“ „გრანადას“ 24 სექტემბერს დაუპირისპირდება.

 

 

წყარო – Sports.ru

 

 

 

 

გიორგი გახარიამ “ლოკომოტივსა” და “დინამოს” ევროთასებზე გამარჯვება მიულოცა (ფოტო)