კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ყაზანში მოგებულ მატჩში თორნიკე შენგელია ბომბარდირი გახდა (ვიდეო)

თორნიკე შენგელიას შედეგიანი თამაში უნიკსთან მოგებულ მატჩში

Image source: cskabasket.com

 

თორნიკე შენგელია VTB-ლიგის ჩემპიონის ტიტულთან ახლოსა. ფინალური სერიის მეორე მატჩი, რომელიც ყაზანში გაიმართა, “ცსკამ” 76:57 ანგარიშით აჯობა “უნიკსს” და საერთო ანგარიშით – 2:0 დაწინაურდა.

ქართველი ფორვარდი მოპოვებული ქულებით ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. თორნიკემ 25:15 წუთში მან 18 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება მიითვალა.

შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტით (15) თორნიკეს თანაგუნდელმა ჯონატან ფოიტმანმა აჯობა (20).

აღვნიშნოთ, რომ ფინალური სერია 3 მოგებამდეა, ხოლო შემდეგ მატჩს “ცსკა” 10 ივნისს, მოსკოვში უმასპინძლებს.

 

 

წყარო – cskabasket.com

 

 

 

 

 

დავით ხოჭოლავას სატრანსფერო ფასიც დაეცა