კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ყაზანის გრან სლემის მეორე დღეს 3 ქართველი ძიუდოისტი გავიდა და მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედალი (ვიდეო)

ტატალაშვილი რუსეთში ბრონზის მედალს დასჯერდა

Image source: ijf.org

 

რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე გრან სლემის მეორე დღეს სამი ქართველი ძიუდოისტიდან მედლის მოპოვება მხოლოდ ნუგზარ ტატალაშვილმა (73კგ) მოახერხა.

ნუგზარ ტატალაშვილმა ბელარუსი ვაძიმ შოკა დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
იხილეთ ტატალაშვილის გამარჯვების ვიდეო აქ:

ვლადიმერ ახალკაცი (81კგ), ბელგიელ სამი ჩოუჩთან მეორე რაუნდში დამარცხდა. წარუმატებელი დებიუტი გამოუვიდა ლუკა კაპანაძეს (73კგ), რომელიც ყაზანის გრანდ სლემს პირველივე ეტაპზე გამოეთიშა.

ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყულაბაში ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია. ტურნირის ბოლო მესამე დღეს 4 ქართველი ძიუდოისტი – იმედა გოგოლაძე (-90კგ), ლუკა მაისურაძე (-90კგ), ონისე სანებლიძე (-100კგ) და საბა ინანეიშვილი (+100კგ) მედლების მოპოვებას შეეცდებიან.

 

 

 

წყარო – Judo