კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ყაზახური მედია: “კახაბერ ცხადაძე “ორდაბასის” დატოვებს”

კახა ცხადაძეს ორდაბასიდან გაათავოსუფლებენ

 

“ორდაბასი” ქართველ მწვრთნელს, კახაბერ ცხადაძეს 2020 წლის სეზონის დასასრულს გაათავისუფლებს. ამ ინფორმაციას ყაზახური გამოცემა Prosports.kz საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

“კახაბერ ცხადაძეს აღარაფერი უშველის – ყაზახეთის ჩემპიონატში მეორე ადგილიც კი. გადაწყვეტოლება მიღებულია და არ შეიცვლება. მიზეზი კლუბის ფინანსურ დირექტორთან, ბახტიარ ბაისეიტოვთან უთანხმოება გახლავთ, ის კი კლუბში მთავარი პირია.

აღვნიშნოთ, რომ 16 ტურის შემდეგ “ორდაბასი” სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზეა.

ცხადაძეორდაბასის2018 წლის ივნისიდან წვრთნის. ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა გასულ სეზონში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპალიგის საგზური მოიპოვა.

წყარო – Prosports.kz

გიორგი ხარაიშვილის შთამბეჭდავი სტატისტიკა “ორებროსთან” შეხვედრაში SofaScore-ის შეფასებით