კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ყაზახეთმა ჩემპიონატი შეაჩერა. ქართველი ლეგიონერები თვითიზოლაციაში გადადიან

Image source: Fc Tobol/ FC Kaisar

 

კორონავირუსის პანდემიის გამო სულ უფრო მეტი ქვეყანა სპორტულ ღონისძიებებს აუქმებს. ჩემპიონატი შეაჩერა ასევე ყაზახეთმა, სადაც მრავალი ქართველი ლეგიონერი თამაშობს.

ჩემპიონატის ოფიციალური გვერდის ცნობით, COVID-19-ის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით გათამაშება 16 მარტიდან 15 აპრილამდე შეჩერებული იქნება.

ტობოლის” ღირსებას იცავს საქართველოს ნაკრების კაპირანი ჯაბა კანკავა, ასევე როგორც ნიკა კვეკვესკირი და ლუკა ზარანდია.კაისარში” თამაშობს ელგუჯა ლობჯანიძე, რომელმაც სეზონი შესანიშნავად დაიწყო. ქართველმა პირველ და მეორე ტურში თითო გოლი გაიტანა და გუნდის ორივე მოგება მისი დამსახურებაა.

პავლოდარის “ირტიშში” კი ლევან კუტალია ირიცხება, “კიზილ-ჟარში” თამაშობს შოთა გრიგალაშვილი, ხოლო “ორდაბასის” ქართველი თავკაცი, კახაბერ ცხადაძე წვრთნის.

კაზახეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი ამ მომენტისთვის ასე გამოიყურება:

 

წყარო – pflk.kz

ლევან კუტალიას კარანტინში დრო მხიარულად გაჰყავს (ვიდეო)