კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ყაზახეთის ჩემპიონატი. “ორდაბასი” – “ტობოლი” [LIVE] კანკავა ძირითად შემადგენლობაშია, კვეკვესკირი – სათადარიგო (ვიდეო)

Image source: fctobol

ყაზახეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის შეხვედრაში “ტობოლი” სტუმრად “ორდაბასის” დაუპირისპირდება.

ტობოლის” ქართველი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა სასტარტო შემადგენლობაშია, ხოლო ნიკა კვეკვესკირი – სათადარიგო.

შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე იწყება. (პირდაპირ ეთერს შეგიძლიათ უყუროთ აქ)

ამ დროისთვის “ტობოლი38 ქულით სატურნირო ცხრილის მე-2 ადგილზეა და დღეს ქულის მოპოვების შემთხვევაში 1-ელ ადგილზე მყოფ “ასტანას” გაუსწრებს. “ორდაბასი” კი 33 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს.

შეგახსენებთ, რომ “ორდაბასი18 ივლისს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს თბილისში, ქუთაისის “ტორპედოს” წინააღმდეგ გამართავს. პირველ შეხვედრაში ქუთაისელები მინიმალური ანგარიშით (1:0) დამარცხდნენ.

ტობოლის” სასტარტო შემადგენლობა “ორდაბასის” წინააღმდეგ მატჩში.

“ზულტე-ვარეგემი” – “ლუკა ზარანდიამ გუნდის შეტევას მეტი სიხალისე შემატა”