კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ყაზაიშვილის სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში (ვიდეო)

ვაკოს სადებიუტო გოლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე

Image source: TheAFCCL ტვიტერის გვერდი

 

სამხრეთ კორეის გუნდმა “ულსანმა” აზიის ჩემპიონთა ლიგის მესამე მატჩი ფილიპინური კლუბის “კაიას“ წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც ვალერი ყაზაიშვილის გუნდის 3:0 გამარჯვებით დასრულდა.

ამ მატჩში თავი გამოიჩინა ვალერი ყაზაიშვილმაც. 28 წლის ქართველმა შემტევმა, რომელმაც 12′-ე წუთზე ოჰ სე-ჰუნს საგოლე გადაცემა გაუკეთა და მატჩის ანგარიში გაიხსნა, ხოლო მეორე ტაიმში კი თავად ვაკომ 48′-ე წუთზე გოლი გაიტანა, მატჩის მიწურულს 89′-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

3 ტურის შემდეგ F ჯგუფის სათავეში 9 ქულით სწორედ “ულსანია”.

 

View this post on Instagram

 

A post shared by AFC (@theafchub)

ყაზაიშვილის გუნდი მომდევნო მატჩს 5 ივლისს დღევანდელ ფილიპინურ გუნდს დაუპირისპირდება.

 

 

 

 

ლადო კილასონიას ახალგაზრდა შეგირდები განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას ეცდებიან