კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ფუტსალი – საქართველომ ავსტრია დიდი ანგარიშით დაამარცხა

Image source: gff.ge

 

ევროპის 2022 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მეორე გამარჯვება მოიპოვა. ავთანდილ ასათიანის გუნდი გერმანიის დამარცხების შემდეგ ავსტრიას დაუპირისპირდა და მეტოქე გაანადგურა.

მასპინძლებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და მატჩის ბედი უკვე პირველივე ტაიმში გადაწყვეტილი იყო, რადგან საქართველო 6:2 დაწინაურა. შესვენების შემდეგ ქართველებამ კიდევ სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და საბოლოოდ, 9:2 მოიგეს.

ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი საიოტმა და არჩილ სებისკვერაძემ შეიტანეს. ერთმა პოკერი, მეორემ კი ჰეთ-თრიქი შეასრულა.

საქართველო ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს, ხოლო ბოლო ტურში 1 თებერვალს კოსოვოს შეხვდება. მატჩი 22 საათზე დაიწყება.

საქართველო – ავსტრია 9:2 (6:2)

გოლები: 1:0 საიოტი (1), 2:0 სებისკვერაძე (80), 2:1 ვოზენილეკი (9), 3:1 სებისკვერაძე (10), 4:1 საიოტი (16), 5:1 სებისკვერაძე (16), 6:1 საიოტი (18), 6:2 სტაინვანდტერი (19), 7:2 საიოტი (24), 8:2 თალესი (35), 9:2 ჯვარაშვილი (40)

 

 

“დინამომ” თურქეთში მორიგი თამაში წააგო