კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“პსჟ”-ს ახალი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო გახდება

პოჩეტინო პსჟ-ში

Image source: Getty images

 

„პსჟ“-ს ახალი მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო იქნება. უცხოური მედია საშუალებები წერენ, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ბოლო დეტალებს აგვარებენ.

არგენტინელი პარიზულ გუნდთან კონტრაქტს 2023 წლამდე გააფორმებს. აღსანიშნავია, რომ პოჩეტინო „პსჟ“-ში ფეხბურთელის რანგში თამაშობდა.

ის ბოლოს ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი იყო, საიდანაც 1 წლის წინ დაითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ „პსჟ“-მ დღეს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ტომას ტუხელი გაათავისუფლა.

 

 

წყარო – AFP

 

ცნობილია გუნდი, რომელშიც გიორგი პაპუნაშვილი ითამაშებს