Image source: Getty images
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-3 ტურში „პსჟ-მ“ „მეცს“ უმასპინძლა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. პარიზელებმა პირველ-ორ ტურში „ლანსთან“ და „მარსელთან“ 0:1 წააგეს და ქულაც არ ჰქონდა მოპოვებული.
ტომას ტუხელის გუნდს ახლაც გაუჭირდა მეტოქის ძლევა და მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით მოიგო.
თავი იულიან დრაქსლერმა თავური დარტყმით გამოიჩინა. ეს იყო „პსჟ-ს“ პირველი გოლი და გამარჯვება სეზონში პარიზელები სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზე არიან.
„პსჟ“ – „მეცი“ 1:0
გოლი: 1:0 დრაქსლერი (90)
90+3′ PSG 🔵 1 – 0 Metz ⚪
Draxler 🇩🇪 scores PSG’s first competitive goal in over 400 minutes 😅pic.twitter.com/HCqkiqG1I1#PSGFCM— RouteOneFootball (@Route1futbol) September 16, 2020
წყარო – Ligue 1
ვიდეობი
ფოტოები