კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“პსჟ-მ” საფრანგეთის ჩემპიონატში აუტსაიდერთან წააგო (ვიდეო)

პსჟ-ს მარცხი ლიგა 1-ში

Image source: Getty images

 

საფრანგეთის ლიგა 1-ის 22-ე ტურში „პსჟ“ სტუმრად „ლორიენს“ დაუპირისპირდა და სენსაციური მარცხი განიცადა. მაურისიო პოჩეტინომ პარიზული გუნდი იანვრის დასაწყისში ჩაიბარა და მისთვის სადებიუტო წაგება გამოდგა.

„პსჟ“ თავიდან აგებდა, მაგრამ შემდეგ ორჯერ მოიპოვა პენალტის დარტყმის უფლება და ორჯერვე ნეიმარმა ზუსტად დაარტყა. მიუხედავად ამისა, პოჩეტინოს გუნდი მაინც დამარცხდა, რადგან მატჩის ბოლო 10 წუთში 2 გოლი გაუშვა.

„პსჟ-ს“ 22 ტურში 45 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ მე-3 ადგილზეა, რაც ამ გუნდის ამბიციებს ნამდვილად არ შეეფერება.

„ლორიენი“ – „პსჟ“

გოლები: 1:0 აბერგელი (36), 1:1 ნეიმარი (45-პენ), 1:2 ნეიმარი (58-პენ), 2:2ვისა (80), 3:2 მოფი (90)

 

 

წყარო – Twitter

 

ცნობილია “დინამო თბილისის” 3 ახალი მეტოქე, რომლებსაც თურქულ შეკრებაზე შეხვდება