კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“პსჟ” 25 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა (ვიდეო)

პსჟნახევარფინალშია

Image source: Getty images

 

ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. ბერგამოს „ატალანტა“ ძალიან ახლოს იყოს ისტორიულ ნახევარფინალთან, მაგრამ ბოლო 3 წუთში ყველაფერი ხელიდან გამოეცალა.

„პსჟ“-მ კი პრაქტიკულად წაგებული თამაში შემოატრიალა და პირველად 25 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.

ანგარიში იტალიელებმა 27-ე წუთზე მარიო პაშალიჩის გოლით გახსნეს. „ატალანტა“ ზუსტად ბოლო, 90-ე წუთამდე ინარჩუნებდა ანგარიშს, მაგრამ ნეიმარის პასით მარკინიოსმა ახლო მანძილიდან გატანა მოახერხა. მსაჯს მატჩისთვის უკვე დამატებული ჰქონდა 5 წუთი და მესამე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ზუსტად იგივე კომბინაცია ფრანგებმა კიდევ ერთხელ დაასრულეს გოლით. ამჯერად კილიან მბაპეს გადაცემა ერიკ ჩუპო-მოტინგმა დაასრულა გოლით.

„პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია, სადაც „ატლეტიკოსა“ და „ლაიპციგს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

„ატალანტა“ – „პსჟ“ 1:2

გოლი: 1:0 პაშალიჩი (27), 1:1 მარკინიოსი (90), 1:2 ჩუპო-მოტინგი (90)

 

 

წყარო – UEFA Champions League

 

“რეალში” ნორვეგიელი ფეხბურთელი ბრუნდება