კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

პრობლემებით, მაგრამ გამარჯვებისთვის – საქართველოს ისტორიული შანსი

საქართველო - მაკედონია

Image source: gff.ge

 

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის 12 ნოემბერი უმნიშვნელოვანესი დღეა. ეს დღე შეიძლება ისტორიაში სამუდამოდ ოქროს ასოებით ჩაეწეროს, რადგან საქართველოს შეუძლია ქართული ფეხბურთი სხვა რელსებზე გადაიყვანოს.

გამაჯვებული აუცილებლად გამოვინდება და ის აუცილებლად იქნება ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი. თუმცა, ჩვენ გვინდა ეს საქართველოს ნაკრები და არა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები. გამარჯვება არის ერთადერთი, რასაც დღეს აზრი ექნება. სხვა ყველა შედეგი მიუღებელია.

ვლადიმირ ვაისის ნაკრები შეხვედრას მოძალებული პრობლემებით ხვდება. გიორგი ჩაკვეტაძისა და ოთარ კიტეიშვილის ტრავმებს უკვე შეგუებულები ვიყავით, მაგრამ მატჩისწინა დღეს ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას გამოკლება უდიდესი დანაკლისია. კორონავირუსის ტესტი დადებითი გამოდგა, რამაც ორივე ფეხბურთელი თამაშიდან ჩახსნა. განსაკუთრებით კვარაცხელიას დანაკლისია აღსანიშნავია, რომელიც შესანიშნავ ფორმაში იყო და გუნდის ლიდერად მალევე იქცა. მისი მთავარი შემცვლელი სწორედ შენგელია იყო, მაგრამ ისიც დაინფიცირდა.

რა გაეწყობა, საქართველომ დარჩენილი რესურსით უნდა ითამაშოს და მეტოქეს დაუპირისპიროს ყველაფერი, რაც გააჩნია. ნიკა კვეკვესკირმა მატჩისწინ ემოციური სიტყვები თქვა და აღნიშნა, რომ ცეცხლი უკიდიათ თამაში ისე სურთ. კარგია, რომ ასეთი ამაღლებული განწყობაა. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების დამარცხება სულაც არაა რთული ამოცანა და ქართველი ფეხბურთელები მეტოქეს არაფერში ჩამოუვარდებიან.

ჩრდილოეთ მაკედონიასაც აქვს დანაკლისი. კირე რისტევსკი და კრსტე ველკოსკი კორონავირუსის გამო ვერ ითამაშებენ, ხოლო ენის ბარდი, მათი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ტრავმირებულია. არიან ადემისაც თითქოს ტრავმა ჰქონდა, მაგრამ მატჩისწინ „დინამო არენაზე“ ივარჯიშა.

ეს გუნდები ერთმანეთს ისტორიაში ორჯერ შეხვდენ და სულ ახლახან, ჯერ სექტემბერში და მერე ოქტომბერში. ორჯერვე ფრე დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრები ორივე მატჩში იგებდა, მაგრამ საბოლოოდ მაკედონიელებმა გათანაბრება შეძლეს და 1:1 დაფიქსირდა.

ახლაც ფრის შემთხვევაში დამატებითი დრო დაინიშნება, შესაძლებელია პენალტების სერიაც. მოკლედ, წინ დიდი ბრძოლაა, რომელიც შეიძლება 90 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდეს.

საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია აქამდე უეფას ერთა ლიგის D დივიზიონში ჯგუფში შესანიშნავი თამაშით მოვიდნენ, მაგრამ ეს 2 წლის წინ იყო. ერთი თვის წინ კი მათ ნახევარფინალში ბელარუსსა და კოსოვოს მოუგეს, 1:0 და 2:1.

ყველანაირი სტატისტიკა აჩვენებს, რომ გუნდების ძალთა თანაფარდობა თანაბარია, მაგრამ საქართველო შინ თამაშობს. უმაყურებლოდ, მაინც მშობლიურ გარემოში და მშობლიურ სტადიონზე. აქედან გამომდინარე, ეს მცირე, მაგრამ უპირატესობაა.

საქართველოს ნაკრებს, ისე როგორც არასდროს, დღეს დასჭირდება ერთიანობა და გუნდურობა, მითუმეტეს ორი ისეთი ინდივიდუალისტის არყოფნაში, როგორებიც ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ჩაკვეტაძეა. ისინი დიდი ძალა არიან, მაგრამ ყველა ფეხბურთელის შეცვლა შესაძლებელია და ჩვენც, ჩვენი გუნდის გვჯერა. საქართველო ფინალში ადვილი თამაში არ ელის, მაგრამ არც მეტოქეს ერგება მარტივად არაფერი. მთავარია, რომ 12 ნოემბერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწეროს.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩს ინგლისელი მსაჯი ენტონი ტეილორი განსჯის, რომელსაც ვიდეორეფერიც დაეხმარება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

 

 

“დინამო თბილისმა” საქართველოს ნაკრებს მხარდაჭერა ემოციურად გამოუცხადა (ვიდეო)