კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

აზარის შემცვლელი, წაგება “მანჩესერ იუნაიტედთან” და ხვალინდელი მატჩი “ლივერპულთან”. ფრენკ ლემპარდის პრესკონფერენცია

ხვალ, 14 აგვისტოს, სტამბულის “ვოდაფონ პარკზეჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის 2018/19 წლების გამარჯვებული გუნდები – “ლივერპული” და “ჩელსი”  უეფა-ს სუპერთასის მატჩს გამართავენ.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ლონდონის კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლემპარდმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

2019/20 სეზონის პირველ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედთან” მარცხის შესახებ.

“ყოველი მარცხისგან შეგიძლია რაღაც ისწავლო. ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს 60 წუთის მანძილზე, მაგრამ როდესაც დაცვაში შეცდომას უშვებ, ეს მუდამ ძვირად გიჯდება.  ჩვენ კარგი მომენტები გვქონდა. თამაში უნდა გავაუმჯობესოთ და არ უნდა დავუშვათ შეცდომები, რომლებიც ჩვენს კარში გატანილი გოლით სრულდება”.  

ხვალინდელი მატჩის შესახებ

“მე მჯერა ჩემი მოთამაშეების და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი”.

შემადგენლობის არჩევის შესახებ

კანტეს ტრავმა აქვს. მესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანი მოთამაშეა ის გუნდისთვის. მე ვირჩევ საუკეთესო შემადგენლობას, რათა გავიმარჯვო, არ მეშინია ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის შანსის მიცემის. მაგალითად, მეისონ მაუნტიიუნაიტედთან” მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო, რადგანაც თავისი თამაშით დაამტკიცა, რომ იმსახურებს შეხვედრის პირველი წუთებიდან თამაშს”.

ასევე ლემპარდს ჰკითხეს, თუ როგორ ითამაშებს გუნდი ედენ აზარის წასვლის შემდეგ, რაზეც “ლურჯების” თავკაცმა უპასუხა – “მე მისი დიდი გულშემატკივარი ვიყავი. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მისი შეცვლა შეუძლიათ”.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

უეფა-ს სუპერთასი. “ლივერპული” – “ჩელსი”. როგორ გამოიყურება “ვოდაფონ პარკი”