კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

პრემიერლიგის ცენტრალური მატჩი ფრედ დასრულდა (ვიდეო)

ფრე სიტი-ლივერპულის მატჩში

Image source: Premier League

 

პრემიერლიგის მე-8 ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „ლივერპულს“ უმასპინძლა და შეხვედრა დაძაბული, საინტერესო გამოდგა.

გუნდებმა თითო გოლი გაიტანეს და ორივე პირველ ტაიმში. ანგარიში მოჰამედ სალაჰმა მე-13 წუთზე პენალტით გახსნა. 18 წუთში კი გაბრიელ ჟესუსმა გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„სიტის“ გამარჯვებაც შეეძლო, მაგრამ კევინ დე ბრუინმა პენალტი ვერ გაიტანა და ანგარიში უცვლელი დარჩა.

„ლივერპული“ 17 ქულით მეორე-მესამე ადგილებს „საუთჰემპტონთან“ ერთად იყოფს, ხოლო „მანჩესტერ სიტი“ მხოლოდ მე-11 ადგილზეა.

„მანჩესტერ სიტი“ – „ლივერპული“ 1:1

გოლები: 0:1 სალაჰი (13, პენ), 1:1 გაბრიელ ჟესუსი (31)

 

 

 

წყარო – Premierleague

 

“ბაიერნმა” ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელი დიდი ხნით დაკარგა