კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

პრემიერლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები (ფოტო)

Image source: goal.com

 

Transfermarkt-მა შეადგინა ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების განახლებული სიმბოლური ნაკრები. სიმბოლური გუნდის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად ერთი ფეხბურთელი დასახელდა – “ტოტენჰემის” ინგლისელი თავდამსხმელი, ჰარი კეინი (120 მილიონი ევრო).

პრემიერლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების განახლებული სიმბოლური ნარები კი ასე გამოიყურება:

მეკარე: ალისონი (ლივერპული, 60 მილიონი ევრო)

მცველები: რობერტსონი (ლივერპული, 65 მილიონი ევრო), ვან დეიკი (ლივერპული, 55 მილიონი ევრო), დიაში (მანჩესტერ სიტი, 75 მილიონი ევრო), ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული, 75 მილიონი ევრო)

ნახევარმცველები: როდრი (მანჩესტერ სიტი, 70 მილიონი ევრო), ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი, 90 მილიონი ევრო), დე ბრიუინე (მანჩესტერ სიტი, 100 მილიონი ევრო)

თავდამსხმელები: სტერლინგი (მანჩესტერ სიტი, 90 მილიონი ევრო), კეინი (ტოტენჰემი, 120 მილიონი ევრო), სალაჰი (ლივერპული, 100 მილიონი ევრო)

“ეს გუნდი მოიგებდა ყველა თამაშს” , – ასე დაასათაურა Transfermarkt-მა გამოქვეყნებული სიმბოლური გუნდი.

წყარო – transfermarkt_official