კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

პრემიერლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების განახლებული სიმბოლური ნაკრები (ფოტო)

ცნობილი პრემიერლიგის ყველაძე ძვირადღირებული ფეხბურთელების თერთმეტეული

Image source: Getty Images

 

Transfermarkt-მა შეადგინა ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების განახლებული სიმბოლური ნაკრები. სიმბოლური გუნდის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებად “ლივერპულის” შემტევები სადიო მანე და მოჰამედ სალაჰი (120 მილიონი ევრო), “ტოტეენჰემის” ფორვარდი ჰარი კეინი (120 მილიონი ევრო) და “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი კევინ დე ბრიუინე (120 მილიონი ევრო) დაასახელეს.

სიმბოლური ნაკრები კი ასე გამოიყურება:

მეკარე: ალისონი (ლივერპული, 80 მილიონი ევრო)

მცველები: რობერტსონი (ლივერპული, 75 მილიონი ევრო), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი, 60 მილიონი ევრო), ვან დეიკი (ლივერპული, 80 მილიონი ევრო), ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული, 110 მილიონი ევრო)

ნახევარმცველები: პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი, 60 მილიონი ევრო), ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი, 90 მილიონი ევრო), კევინ დე ბრიუინე (მანჩესტერ სიტი, 120 მილიონი ევრო)

თავდამსხმელები: მანე (ლივერპული, 120 მილიონი ევრო), კეინი (ტოტეენჰემი, 120 მილიონი ევრო), სალაჰი (ლივერპული, 120 მილიონი ევრო)

 

“რუბენ დიაში ახალია გუნდში მისი საბაზრო ღირებულების განახლების შემდეგ! ვინმე თუ მოგენატრათ?” , – ასა დაასათაურა Transfermarkt-მა შედგენილი სიმბოლური გუნდი.

 

 

წყარო – transfermarkt_official

 

 

 

 

 

 

ცნობილია 3 სახეობა, რომლებიც 2023 წლის ევროპული თამაშების ოფიციალურ პროგრამაში შევიდა