Image source: Getty images
ინგლისის პრემიერლიგის მე-19 ტურში ლონდონის „არსენალი“ საკუთარ მოედანზე „ნიუკასლ იუნაიტედს“ დაუპირისპირდა და ადვილად იმარჯვა.
ლონდონურმა გუნდმა მეტოქეს პირველ ტაიმში ვერაფერი მოუხერხა, მაგრამ მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. პიერ-ემერიკ ობამეიანგმა დუბლი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი ბუკაიო საკას ანგარიშზეა.
„არსენალმა“ ამ გამარჯვებით 27 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე იმყოფება.
„არსენალი“ – „ნიუკასლი“ 3:0
გოლები: 1:0 ობამეიანგი (50), 2:0 საკა (60), 3:0 ობამეიანგი (77)
წყარო – Premierleague
ვიდეობი
ფოტოები