კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

პრემიერლიგა – ტურის ცენტრალურმა თამაშმა მოლოდინი ვერ გაამართლა

არსენალი 0-0 მანჩესტერი

Image source: Getty images

 

ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ლონდონში გაიმართა, სადაც „არსენალმა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა.

თამაშს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან „არსენალს“ ცუდი სეზონი აქვს და ახლა მისთვის ყველა ქულა ფასეულია, ხოლო „მანჩესტერი“ საჩემპიონო ბრძოლაშია ჩაბმული.

თანაც, წინა ტურში „მანჩესტერმა“ აუტსაიდერ „შეფილდთან“ წააგო და ახლა ქულების განიავების უფლება აღარ ჰქონდა. ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ კარს კასაღები ვერ მოარგეს. შედეგად, უგოლო ფრე – 0:0.

„მანჩესტერი“ 41 ქულით მე-2 ადგილზეა და „მანჩესტერ სიტის“ 3 ქულით ჩამორჩა, ხოლო „არსენალი“ 31 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება.

„არსენალი“ – „მანჩესტერი“ 0:0

 

წყარო – Premierleague

 

სამხრეთ ამერიკის ბოლო დეკადის სიმბოლური გუნდი (ფოტო)