კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

პრემიერლიგა – “მანჩესტერს” გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დააკლდა (ვიდეო)

მანჩესტერმა ვერ მოიგო

Image source: Getty images

 

ინგლისის პრემიერლიგაში დღეს სტარტი Boxing Day-მ აიღო და მე-15 ტური დაიწყო. ერთ-ერთ გამორჩეულ დაპირისპირებაში „ლესტერმა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და მატჩი საინტერესო გამოდგა.

„მანჩესტერი“ ორჯერ იგებდა, მაგრამ 3 ქულა ვერ მოიპოვა. პირველ ტაიმში მარკუს რაშფორდის გოლი ბარნსიმ გაქვითა, ხოლო მეორე ტაიმში ბრუნო ფერნანდეში ისევ სტუმრები დააწინაურა. საბოლოო ანგარიში ტუანზებეს ავტოგოლით დაფიქსირდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

აღსანიშნავია, რომ ბრუნო ფერნანდეშმა პრემიერლიგაში მე-10 გოლი გაიტანა და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ პირველი პორტუგალიელია, რომელმაც  სეზონში თავი 10-ჯერ გამოიჩინა.

„მანჩესტერი“ 27 ქულით მე-3 ადგილზეა, ხოლო „ლესტერი“ 28 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება.

„ლესტერი“ – „მანჩესტერი“ 2:2

გოლები: 0:1 რაშფორდი (23), 1:1 ბარნსი (31), 1:2 ბრუნო ფერნანდეში (79), 2:2 ტუანზებე (85, ა.გ)

 

 

წყარო – Premierleague

 

“ტენერიფეში” კაკაბაძის მომავალი ბუნდოვანია