კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

პრემიერლიგა – “მანჩესტერმა” ქულები ბოლო წუთზე დაკარგა (ვიდეო)

მანჩესტერმა ვერ მოიგო

Image source: Getty images

 

ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ევერტონს“ უმასპინძლა და ქულები ბოლო წუთზე დაკარგა. მანამდე „წითელი ეშმაკებისთვის“ ყველაფერი რიგზე იყო.

პირველი ტაიმი ოლე გუნარ სულშერის გუნდმა ედინსონ კავანისა და ბრუნო ფერნანდეშის გოლებით 2:0 მოუგო, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში კარლო ანჩელოტის გუნდმა ანგარიში გაათანაბრა.

70-ე წუთზე სკოტ მაკტომინეიმ მასპინძლები კიდევ ერთხელ დააწინაურა და თითქოს გამარჯვების გოლიც გაიტანა. თუმცა, მსაჯის მეხუთე დამატებულ წუთზე „ევერტონის“ ფორვარდმა კალვერტ-ლიუნმა წონასწორობა აღადგინა და შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა.

„მანჩესტერს“ 45 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ხოლო „ევერტონი“ 37 ქულით მე-6 ადგილზეა.

„მანჩესტერი“ – „ევერტონი“ 3:3

გოლები: 1:0 კავანი (24), 2:0 ბრუნო ფერნანდეში (45), 2:1 დუკურე (49), 2:2 ხამესი (52), 3:2 მაკტომინეი (70), 3:3 კალვერტ-ლიუნი (90)

მატჩის მიმოხილვა იხილეთ აქ.

 

წყარო – Premierleague

 

“გენტის” მწვრთნელმა ჩაკვეტაძის გამოჯანმრთელების პროცესზე ისაუბრა